08.სექტემბერი .2019 11:33

დეპუტატი: 90-იანების სქემები დაბრუნდა... რატომ არ იჭერენ მაღალი თანამდებობის პირებს?

views 774
უკან

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში 90-იანების სქემები დაბრუნდა,- ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის სესიაზე აცხადებს, სადაც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას კენჭი უნდა უყარონ.

დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა, რას აპირებს ახალი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უშუალოდ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, რამდენადაც ბოლო პერიოდში ამ კუთხით ვითარება გართულდა.

“კორუფციასთან ბრძოლა იყო გაჟღერებული, რა მეთოდი იქნება გამოყენებული?რადგანაც ვხედავთ, ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში 90-იანების სქემები დაბრუნდა. ყალბი დღგ-ების კომბინაციები და ამ მიმართულებით საინტერესო მოცემულობა გვაქვს. რამდენიმე ასეული მილიონია ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი და გირაოში შეტანილია სულ რაღაც 2-3- მილიონი, ახალი სქემაა მემგონი. მოიპარავენ 100 მილიონს, გადაიხდიან 1 მილიონს. მაინტერესებს, ამ ქვეყანაში, როცა ასეთი სქემები მოქმედებდა, ვინმე რატომ არ არის დაკავებული მაღალი თანმდებობის პირი? ყველას მოგვეხსენება, რომ ასეთ რამეები ზემოდან მფარველობის გარეშე არ ხდება.

ერთი კიდევ მარტივი მაგალითი მინდა რომ მოვიყვანო : მივმართე რამდენიმე თვის წინ საბაჟოს - პასუხის არ აძლევდნენ ერთ-ერთ მეწარმეს, რომელმაც განსაბაჟებლად ტექნიკა შემოიყვანა. პასუხს არ აძლევდნენ წელიწადნახევარი, ეს ტექნიკა საბაჟოზე იდგა. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ თურმე მოუპარიათ ეს ტექნიკა საბაჟოდან და შს სამინისტრო გამოძიება აწარმოებს. მე მაინტერესებს - რას ვემსგავსებით?”,- განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა