მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი-ეკატერინე ტიკარაძეს: მადლობას გადაგიხდით, თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით

5e3abb4d650cc
ინგა მურუსიძე
05.02.20 17:00
1048
"პარლამენტის მიმდებარედ 10 ადამიანი შემხვდა მოწყალების მთხოვნელი, მაგრამ ყველასთვის ფული არ მეყო",  - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელმაც "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში მისულ ეკატერინე ტიკარაძეს გადადგომისკენ მოუწოდა.

ფოფხაძის თქმით, დიდი ხანი ფიქრობდა, რისთვის ეთქვა მადლობა ჯანდაცვის მოქმედი მინისტრისთვის, თუმცა ვერაფერი მოიფიქრა, ამიტომ ტიკარაძეს მიმართა: „ჯერ ვერაფრისთვის გადაგიხდით მადლობას, მაგრამ ამას დაიმსახურებთ, თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით"

„იმედი მაქვს, კითხვების დასმის შემდეგ მაინც დაუბრუნდებით რეალობას და იმას, თუ რა სიღარიბეა ქვეყანაში, რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში. ერთხელ და სამუდამოდ, იქნებ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ვიდეო-თვალები კი არ უნდა ვუყიდოთ სოციალურ მუშაკებს, არამედ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს. თქვენი მოხსენება რეალობისგან ძალიან შორს იყო. ვიდრე აქ მოვედი, რუსთაველიდან პარლამენტის შენობამდე 10 ადამიანი იყო ხელგამოწვდილი, მოწყალებას ითხოვდა და ყველასთვის ფული არ მეყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ვალდებულება, რომ პარლამენტთან ცოტა უფრო კატეგორიულად აყენებდეს საკითხს, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა იმისათვის, რომ მონოპოლიები არ გაჩნდეს, გაჭირვებული ადამიანები არ გვყავდეს, თუ ვინმე დასაჭერია, უნდა დავიჭიროთ და ა.შ. თქვენი პოლიტიკა არ არის მიმართული სიღარიბის დამარცხებისკენ. ვფიქრობდი, მადლობა, რისთვის გადამეხადა და ჯერ ვერაფრისთვის გადაგიხდით მადლობას, მაგრამ ამას დაიმსახურებთ, თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.