მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი: ენერგეტიკული სისტემის განვითარების 10-წლიანი გეგმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს

5d8896e5470d7
ლიკა გურაბანიძე
23.09.19 22:20
846
სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს 7-პუნქტიანი გეგმა იმ სექტორების განვითარებასთან დაკავშირებით წარადგინა, რომელსაც მარეგულირებელი კომისია არეგულირებს.  

სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატს მოხსენებით გამოსვლისას დეპუტატმა რევაზ არველაძემ ერთიანი ენერგეტიკული სისტემის 10-წლიან გეგმასთან (პოლიტიკური დოკუმენტთან)  დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარუდგინა.

კერძოდ, დეპუტატის თქმით, 10-წლიანი გეგმა მარეგულირებელი კომისიის ნაცვლად მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

„ენერგეტიკული სისტემის 10-წლიანი გეგმა იმის მიხედვით არის შედგენილი თუ როგორ უნდა განვითარდეს ის. მთავარია ის, თუ რა იქნება მოთხოვნა, ეს მხოლოდ ელექტროენერგეტიკას არ ეხება, მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება ეკონომიკა და ა.შ. ეს ყველაფერი უფრო აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეა. ამიტომ მიმაჩნია, რომ განვითარების 10-წლიანი გეგმა ან მთავრობამ ან სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს. ახალ კანონში ჩადებულია, რომ გეგმები მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაამტკიცოს", - განაცხადა არველაძემ.

როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, ერთიანი ენერგეტიკული სისტემის 10-წლიანი გეგმა არის პოლიტიკური დოკუმენტი, თუმცა მეორე ნაწილი  ტექნიკურია.

„რა ხდება ტექნიკურ ნაწილში? ერთია სადაც ჰესები შენდება, იქიდან წარმოებული ენერგია უნდა გამოვიტანოთ და გავანაწილოთ იქ, სადაც გვჭირდება, მეორე მხრივ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეფიციტზე ინფორმაცია მომხმარებლებთან მიმართებაში მარეგულირებელ კომისიაში აკუმულირდება.

ამიტომ, მინიმუმ შეთანხმება მაინც უნდა იყოს, იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ დანახული საჭიროებები არ იყოს და მეორე - დამტკიცებული 10-წლიანი გეგმით გათვალისწინებული საკითხები ერთმანეთს აცდენილი არ იყოს", განაცხადა ნარმანიამ.