მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი გახარიას და ტიკარაძეს კლინიკების მენეჯერებთან და ექიმებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს

5de6c0548373a
BM.GE
03.12.19 23:48
4025
დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კლინიკების მენეჯერებთან და ექიმებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. შესაბამის პოსტს კობერიძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაა:

1. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდეს ექიმებს და კლინიკების ხელმძღვანელებს
2. დროებით შეჩერდეს მის მიერ ხელმოწერილი 520 -ე დადგენილება სამედიცინო სერვისების ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით
3. დაიწყოს საჯარო, ღია დიალოგი და მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელშიც იქნებიან კლინიკების წარმომადგენლები, ექიმები, ჯანდაცვის სამინისტრო, დეპუტატები, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები და დაიწყოს პროფესიონალური განხილვა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და გასაგრძელებელ რეფორმებზე. !!! ხარისხიანი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეების კონსტიტუციით დაცული უფლება და მისი მოქალაქეებისათვის მიწოდების უზრუნველყობა მთავრობის ვალდებულებაა!“, - წერს კობერიძე.