მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი: ჯანდაცვის განვითარების საბჭოს შექმნა სამინისტროსთვის უბრალოდ დროის მოგების მექანიზმია

5dfa0dc5e7cdf
ინგა მურუსიძე
18.12.19 15:34
1026
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს შექმნა სამინისტროსთვის უბრალოდ დროის მოგების მექანიზმია.

კობერიძე პირველ სხდომას ამ წუთებშიც ესწრება, თუმცა როგორც ჟურნალისტებს უთხრა, მან ჯანდაცვის მინისტრს 520-ე დადგენილებაზე სასაუბროდ პარლამენტში მისვლა შესთავაზა, ხოლო ეკატერინე ტიკარაძემ ამის მზაობა დაუდასტურა.

„არც ერთ სამინისტროს არ უნდა ეგონოს, რომ ის არის ქვეყნის ჭიპი და ჭეშმარიტება მხოლოდ მათ ხელშია, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ შეცდომების დაშვება ხდება და ამ შეცდომებს სჭირდება გამოსწორება. ჩემი კონკრეტული შეთავაზება არის ის, რომ 520-ე დადგენილებაზე მსჯელობა გადავიდეს საპარლამენტო ფორმატში, კომიტეტის ფარგლებში განხილვის ფორმატში თან კონკრეტულად, მინისტრის მონაწილეობით იმისთვის, რომ ყველა შეკითხვა, რაც ამ დადგენილების ირგვლივ არის, იყოს დასმული საჯაროდ და არ თქვან, რომ მათ გადაწყვიტეს და ასე იქნება. ვერ იქნება ასე. მინისტრს შევთავაზე, რომ პოლიტიკის ფორმირების ადგილი არის პარლამენტში და უნდა მოვიდეს იქ. დამიდასტურა, რომ მოვა, ახლა კი დაველოდებით როდის მოვა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება თავად საბჭოს მუშაობას და დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, კობერიძე ამბობს, რომ „ეს კონკრეტული საბჭო, რომელსაც დაერქვა ჯანდაცვის სისტემის რეფორმების განვითარების საბჭო, არის უბრალოდ დროის მოგების მექანიზმი სამინისტროსთვის“.

"ვფიქრობ, 520-ე დადგენილებისთვის მსჯელობისთვის კი არ არის ეს საბჭო, არამედ პიარული ნაბიჯია, რომ გადავიდეს მსჯელობა რეალური თემიდან მთლიანად რეფორმის თემებზე. თუ რეფორმაზე უნდათ მსჯელობა, კი ბატონო, იყოს საბჭო, მაგრამ რაც პოლიტიკას შეეხება, ამის განხილვა უნდა ხდებოდეს პარლამენტში“, - განაცხადა კობერიძემ.