მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი: "ლარის კურსი ყოველდღე ჭამს კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტს"

5f7304848ab7e
BM.GE
29.09.20 13:54
972
"ლარის კურსი არის ეკონომიკის ყველაზე კარგი საზომი", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუკი ადამიანს აქვს სიცხე, რაც არ უნდა დამალოს, როცა გაიზომავს, თერმომეტრი ზუსტად აჩვენებს რა ტემპერატურა აქვს. ლარის კურსიც არის ეკონომიკის ყველაზე უტყუარი საზომი. ლარის კურსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 20%-ით გაუფასურდა და მისი ასეთი გაუფასურების გამო ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით, 600 მლნ დოლარით გაეზარდათ დავალიანებები. ეს კურსი ყოველდღე ჭამს კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტს, გაძვირებულია მედიკამენტები მინიმუმ 30-40%-ით, გაძვირებულია საკვები პროდუქტებიც.

ეს ყველაფერი მიბმულია ეკონომიკაზე, რომელზეც სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურ გიორგი გახარიას წარმოდგენა არ აქვს და ჰგონია, რომ ზუსტი მეცნიერებაა, ამ დროს ეკონომიკა არის განწყობები, რომელიც ყალიბდება იმ დისკუსიით და დებატებით, რომელიც ქვეყანაში უნდა იმართებოდეს, ასევე, იმ გეგმებით და ხედვებით, რომელიც უნდა გააჩნდეს დღეს მთავრობას და აჩვენებდეს ხალხს, თუ საით მიდის ქვეყანა ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ის ასევე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით დაინტერესდა და იკითხა, რომელიმე კომიტეტში არის თუ არა წარდგენილი სამუშაო ვერსია.

„1 ოქტომბერს ბიუჯეტი უნდა შემოვიდეს, ვალდებულებაა ეს და მაინტერესებს, რომელიმე კომიტეტში თუ არის ბიუჯეტის სამუშაო ვერსია და რა ხედვა აქვს მთავრობას? ადამიანებმა არ იციან, ბიზნესმა არ იცის და ინვესტორებმა არ იციან რა იქნება ქვეყანაში. ეს განწყობა იძლევა ზუსტად იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც გვაქვს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.