„მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს მაშინ, როცა მისი წარმომადგენლები არცერთ ტელევიზიაში დებატებზე არ დადიან, გარდა კომფორტული არხებისა“, - ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სიტყვები და საქმე ერთმანეთს ძალიან დაშორდა. მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭვირვალე პარტია და ასევე აპირებს არჩევნების ჩატარებას, თუმცა მათი ქცევები ევროპულ სტანდარტებს სცდება.
„ძალიან ბევრი ითქვა, რომ მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭირვალე, ასე აპირებს არჩევნების ჩატარებას. ამ განცხადებების ფონზე, ცოტა გაუგებრად გამოიყურება მათი პოზიცია, როცა არც ერთ ტელევიზიაში არანაირი ფორმატის დებატებზე არ დადიან. არ მიდიან ტელევიზიებში არათუ ოპონენტთან, მაგალითად ჩვენთან, რომ იმსჯელონ და დისკუსია გამართონ, არამედ ჟურნალისტებთანაც კი არ საუბრობენ ეთერებში, გარდა მათთვის კომფორტული არხებისა, სადაც წინასწარ მომზადებულ კითხვებზე პასუხობენ. ეს ყველაფერი არ ჯდება მათ განცხადებაში, რომ ევროპული სტანდარტისკენ მიდიან. მთელი ქალაქი გავსებული აქვთ ბილბორდებით. ადამიანს რომც მოგინდეს ადგილის აღება, ყველა ადგილი დაკავებულია მათ მიერ. მოსახლეობისთვის კი სათქმელი არაფერი აქვთ,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილ გეგმაზეც ისაუბრა და ლელოს „მარშალის გეგმის“ მთავარ ფაბულას გაუსვა ხაზი.
„ლელოს“ დიდი ხანია, პროგრამა აქვს წარმოდგენილი. ძალიან სერიოზული, დეტალური პროგრამა. „მარშალის გეგმის“ ანალოგი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის. მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში თქვენთან დისკუსიისთვის. რატომ გაურბიხართ ღია ფორმატებს, გამჭვირვალე ფორმატებს. კვლევამაც დაადასტურა, რომ მხოლოდ 27% ამბობს და დანარჩენი მოსახლეობის 70% არ ასახელებს, ან არ იცის, ჯერჯერობით რომელ პარტიას აძლევს ხმას. არ ასახელებს იცით რატომ?! იმიტომ, რომ ქვეყანაში შიშის სინდრომია დასადგურებული. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. თავდასხმები ოპონენტებზე, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისწავლეს. გახშირდა თავდასხმები „ლელოს“ პარტიის წევრებზე, მათ შორის, ზუგდიდში კონკრეტული ფაქტები გვაქვს ქალებთან მიმართებით. მაინტერესებს, სად არის პარლამენტის გენდერული საბჭო ამ დროს, რატომ არ იღებს ხმას. ამ კითხვებით მივმართე პარლამენტს, თუმცა უმრავლესობის წევრებს კითხვებზე პასუხი არ აქვთ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა კობერიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება