საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე რაიონებისთვის პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით გამოდის.
როდის შეიძლება ამ მიმართულებით ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს - ეს კითხვა დეპუტატმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის მოსმენისას ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს დაუსვა.
"პირველადი ჯანდაცვის კუთხით რაიონებში ურთულესი მდგომარეობაა. ჯანდაცვის მიმართულება ორნაწილად არის გაყოფილი, ინფრასტრუქტურის გადასახადებს ადგილობრივი ბიუჯეტი იხდის და სამედიცინო მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს მიჰყავს. ინფრასტრუქტურა საშინელ მდგომარეობაშია და შესაბამისად არ ხდება იმ სამედიცინო მომსახურების გაწევა, რაც აუცილებელია სოფლებში. საუბარი არ მაქვს მცირე სოფლებზე, ზესტაფონში, ტყიბულში, თერჯოლაში, ბაღდათში დიდი სოფლები ამ მხრივ ძალიან ცუდ დღეში არიან. თუ ჩვენ პირველად ჯანდაცვაში გაცილებით მეტ თანხას ჩავდებთ, დავზოგავთ საყოველთაო ჯანდაცვაში, სადაც უამრავი თანხები იხარჯება, რადგან თავდაპირველ ეტაპზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა გაცილებით ნაკლები დაგვიჯდება“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
აქვე დეპუტატის შეფასებით, კარგია, როცა ბიუჯეტი იზრდება, ყველაფერი მოსახლეობას მიმართულებით მიდის, თუმცა პრობლემების დავიწყება არ შეიძლება.
"თქვენ ჩამოთვალეთ ის ნაწილები, რომლებიც ჯანდაცვის კუთხით მიემართება და მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ბავშვების დახმარების, ასევე სასწრაფოების მიმართულება, თუმცა ტყიბულში ერთი სასწრაფოს შეყვანა ვერ მოვახერხეთ. იმხელა ქალაქია და პრობლემებია შახტასთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ამ 15 მლნ ლარში ტყიბულის სასწრაფოც მოხვდება. ასევე (სოცდაუცველთა) დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანია და ბევრი გვაკრიტიკებს, რომ ეს არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ვინც ამ პროგრამით დასაქმდა, კარგია, რადგან ისინი გამოდიან და სამსახურს ეჩვევიან. მათი დიდი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, მუდმივ სამსახურსაც იშოვის", - აღნიშნა წაქაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი