მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი საპენსიო სისტემაზე: მთავრობა ადასტურებს, რომ ეს სქემა ცუდია

5d8a230b17cd4
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 21:20
1019
მთავრობამ არანაირი კამპანია არ განახორციელა იმისათვის, რომ თუნდაც 40 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობისთვის აეხსნა, რომ მათ საპენსიო რეფორმიდან გამოსვლა შეეძლოთ,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხდა.

როგორც პარლამენტარი აღნიშნავს, ვისაც საპენსიო სისტემიდან გამოსვლა შეეძლო, მათი დაახლოებით, 50% სქემიდან უკვე გამოვიდა.

„ეს პირდაპირ მიუთითებს საზოგადოებრივ უნდობლობაზე. მთავრობა ადასტურებს, რომ ეს სქემა ცუდია და არ ვარგა და ჩვენც არ ველოდით, რომ მასში ამდენი ადამიანი დარჩებოდა.  ახლა საპენსიო ფონდს გადასახადის გადამხდელის ხარჯზე 20 მლნ ლარს უმატებენ ანუ ისევ დამატებით ფულს აძლევენ საპენსიო ფონდს და სად მოხდება მისი ინვესტირება და როგორ დაიხარჯება, ეს ფული არავინ იცის. არავინ იცის დღევანდელი თაობა 20 წლის შემდეგ შესაბამის პენსიას მიიღებს თუ არა", - განმარტა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ხელისუფლება 16 მლნ ლარით ნაკლებს ელოდება ბიუჯეტში  საშემოსავლო გადასახადიდან. მიზეზად კი, საპენსიო რეფორმა სახელდება. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საპენსიო სისტემაში დარჩა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ელოდნენ.