16.აგვისტო .2019 11:14

დეპუტატი შს მინისტრს ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვაში ადანაშაულებს

views 228
უკან

დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს.

მისი თქმით, ორი თვის წინ შსს მინისტრს გიორგი გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გაუგზავნა იმ აქტივობაზე, რომელიც დედქალაქში კამპანიას “მეტი სიცოცხლისთვის” უკავშირდებოდა.

“ორი თვის წინ შსს მინისტრს გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი - კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის": რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს ბიუჯეტს და რა შედეგები დადგა? ჩემი აზრით, ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთერთი მკაფიო მაგალითი და როგორც ჩანს, ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს.

- კანონის ძალით და ნებისმიერ მინისტრს და საჯარო უწყებას ევალება, რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას, გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი.

- აუხსნას ახლა გახარიამ საზოგადოებას რატომ დაარღვია კანონი?!”,- აცხადებს ლევან კობერიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა