08.სექტემბერი .2019 11:47

დეპუტატი: უმუშევრობის პრობლემა კი არ არის ქვეყანაში, ხელფასების პრობლემაა

views 3321
უკან

დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას შეკითხვას უსვამს, უნდა იყოს თუ არა მინიმალური დადგენილი ხელფასი ქვეყანაში? ამის შესახებ მან შეკითხვა პარლამენტში დასვა, სადაც მთავობის ახალ შემადგენლობას კენჭი უნდა უყარონ.

“იცით თუ არა რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 500-ლარზე ნაკლები ხელფასი? თუ არ იცით, მე გეტყვით 229 ათას ადამიანს! თქვენ რომ საუბრობთ უმუშევრობაზე, თუ 500 ლარზე ნაკლების აქვს ადამიანს - ექნება თუ არა მას მოტივაცია, რომ დასაქმდეს, იმიტომ, რომ მისი ხელფასი იქნება ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მისთვის საჭირო საარსებო მინიმუმი. უმუშევრობის პრობლემა კი არ არის ქვეყანაში, ხელფასების პრობლემაა ქვეყანაში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში უნდა იყოს მინიმალური ხელფასი?”,- ჰკითხა ნაცვლიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა