მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი: ზოგი მინისტრი საერთოდ არ ატარებს თათბირს

5d94c0e460974
BM.GE
02.10.19 19:19
1072
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფო უწყებებში აუდიტის ჩატარებისას ასევე ჩატარდეს პროცესების აუდიტი. დეპუტატის შეფასებით, ამ საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგანაც არაერთგვაროვანი მიდგომებია ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროში. განცხადება რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენდნენ.

რომან კაკულის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში, სამინისტროებში, გარდა იმისა, რომ ხარჯავენ თანხებს, მმართველობითი პროცესები არის არაერთგვაროვანი. მისი თქმით,  ინსტიტუციონალურად გამოკვეთილი არაა ვინ რა უნდა გააკეთოს.

„ჩნდება კითხვა, რამდენად ერთგვაროვანია მმართველობის მიმდინარეობა თითოეულ სამინისტროში. ზოგი მინისტრი საერთოდ არ ატარებს თათბირს, მეორე მინისტრს საერთოდ არა აქვს კონცეპტუალური დოკუმენტი, მესამე სულ სხვა სახელს უწოდებს ამ დოკუმენტს, ზოგან იერარქიულობა საერთოდ დარღვეულია. შემოწმების ნაწილში, როდესაც ეფექტურობაზეა საუბარი, ფიქრობთ თუ არა სამომავლოდ თქვენ ამ თემის გამოყოფას ეფექტიანობის აუდიტში, რომ თვითონ სახელმწიფო უწყებების მმართველობის ეფექტიანობაში მიდგომები, პროცედურები იყოს გაანალიზებული და ამის შესახებ ანალიზიც მიიღოს პარლამენტმა. ესაა შეფასების არაფინანსური ნაწილი. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანები ზუსტად ხარჯავდნენ, ზოგადად შეიძლება თქვა, რომ თუ შედეგს მიაღწიე, როგორც გინდა მიაღწიე, მაგრამ ასე არ არის საქმე. საინტერესოა დამოკიდებულება ზოგადად ადამიანების მმართველობის სისტემის მიმართ, მე, უბრალოდ, ძალიან კარგად ვიცი სახელმწიფო სტრუქტურები და არის არაერთგვაროვანი მიდგომები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროში და ამის შესახებ ანგარიშში ასახვა იქნებოდა ძალიან საინტერესო", - განაცხადა რომან კაკულიამ.