პენსიებს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც “ლიბერთი ბანკი” დაარიგებს. საქმე ის არის, რომ 105-მილიონიან ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი “ლიბერთი ბანკი” იყო. როგორც BMG-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განუცხადა, სხვა ბანკებს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. პენსიების გაცემის ახალ ტენდერში პირობით განსაზღვრული იყო ის საპროცენტო განაკვეთიც, რომლითაც საპენსიო სესხები უნდა გაიცეს. ეს განაკვეთი დგინდება თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან, რაც ამჟამად 10.8%-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასნამატი კი 15%-ია. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. ამჟამად კი ეს განაკვეთი საშუალოდ 35%-ია. აღსანიშნია ისიც, რომ პენსიის გაცემის მომსახურებაში სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მლნ ლარს გადაიხდის.
ე.წ. საპენსიო ტენდერში „ლიბერთი ბანკის“ გამარჯვების ფაქტი BM.ge-მ საპენსიო სესხების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის წევრს შეაფასებინა. ირაკლი ზარქუას ვკითხეთ, რამდენად გამართლებულია ბიუჯეტიდან ყოველწიურად 15 მლნ ლარის ხარჯის გაწევა, თან იმის გათვალისწინებით, რომ ტენდერში კონკურენცია მაინც არ დაფიქსირდა და რეალურად, ვერც ის დამტკიცდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპენსიო სესხებს არასაბაზრო განაკვეთით გასცემდა.
„ამ თემის <საპროცენტო განაკვეთის> კომენტირებისას, მე „ლიბერთი ბანკი“ არასდროს გამილანძღავს და გამიკრიტიკებია. ამას ვერსად ნახავთ. ვამბობდი, რომ ეს ბანკი, როგორც კომპერციული კომპანია მოგებაზე იყო ორიენტირებული, რაც ბუნებრივია.
თუმცა როგორც კი პარლამენტის წევრი გავხდი, დავინტერესდი უფრო დაბალ პროცენტში თუ იქნებოდა შესაძლებლობა, რომ პენსიონერებს სესხი აეღოთ. მივმართეთ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. კომისია შექმნა და მის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საპროცენტო განაკვეთის 26%-იანი ჭერი საპენსიო სესხებზე მოიცავს 15%-ს დამატებული რეფინანსირების განაკვეთი, რაც 11%-მდეა.
ჩემთვის შედეგია მნიშვნელოვანი. ეს გადაწყვეტილება აქცენტირებული იყო პენსიონერებზე, ამიტომ მოგვიწია ბიუჯეტიდან თანხის გაღება და ეს ხარჯი გამართლებულია ანუ გამართლებულია, რომ ბიუჯეტმა ფული გამარჯვებულ კომპანიას ამ შემთხვევაში კი “ლიბერთის” გადაუხადოს. ამას ღვაწლმოსილი პენსიონერები იმსახურებენ“, - განმარტავს ირაკლი ზარქუამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ