20.დეკემბერი .2019 22:01

დეპუტატის კითხვა და მინისტრის პასუხი "აგარის შაქარზე"

views 568
უკან

„რა ნაბიჯებს დგამთ იმ კუთხით, რომ „აგარის შაქრის“ საკითხი დადებითად გადაწყდეს, რა ბედი ელის კომბინატს, იმ 500-მდე დასაქმებულს, რომელიც მუშაობს იქ“ - ამ კითხვით დეპუტატმა გიორგი თოთლაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას პარლამენტში „მინისტრის საათის“ დროს მიმართა.

„თქვენ იცით უკვე რომ თითქმის ერთი წელია აგარის შაქრის კომბინატი გაჩერებულია. ძალიან მძიმე ვითარებაა ამ კუთხით დაბა აგარაში“, - განაცხადა თოთლაძემ.

პასუხად კი მინისტრმა თურნავამ აღნიშნა, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემის ნაწილი, რასაც ჰქვია რეგიონები, რომლებიც დამოკიდებულია მონოსაწარმოებზე.

„ზოგადადსაბჭოთა დროიდან გვაქვს ისეთი რაიონები, სადაც მთლიანად მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ორიენტირებული რომელიმე ერთ საწარმოეზე და თუ რამე პრობლემები ხვდება იმ საწარმოს, ეს აისახება მთლიანად მოსახლეობაზე.

ვამუშავეთ პროგრამას, რომელიც სწორედ ასეთ მონოსაწარმოებზე მორგებული რეგიონების ეკონომიკური ცხოვრების დივერსიფიკაციას მოიტანს. რათა მეტი განსხვავებული მცირე ბიზნესი განვითარდეს, მათ შორის აგარაში. აქ უნდა ითქვას, რომ პრინციპში იქ დასაქმებულებმა გარკვეული კომპენსაციები მიიღეს საწარმოდან, თუმცა, მე კარგად მესმის, მათ სჭირდებათ მომავლის ხედვა, ახალი სამუშაო ადგილები, აქედან გამომდინარე, ჩვენ იქ ვამუშავებთ ალტერნატიული დასაქმების პროგრამებს და მზად ვიქნებით, რომ შევთავაზოთ სწორედ იმ რეგიონალური მიდგომების ჭრილში, რაზეც აქ იყო საუბარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.