მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატს covid-19 დაუდასტურდა, მაგრამ პარლამენტი მუშაობას აგრძელებს

5f58ee6fd8ff9
ინგა მურუსიძე
09.09.20 19:00
991
პარლამენტი ფუნქციონირებას განაგრძობს, - ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“, - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.