"იმუნიზაცია დაიწყო და ამან ქვეყანაში ეპიდემია უნდა დაასრულოს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ის დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმების ვაქცინაცია დაიწყო.
ამირან გამყრელიძის თქმით, მას აცრა ვირუსის დამარცხებიდან 120 დღის შემდეგ, 29 აპრილს უწევს და იმ ვაქცინას გაიკეთებს, რომელიც იმ პერიოდში ქვეყანაში იქნება.
"მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ასეთი ენთუზიაზმით ხვდება. მადლობა მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ამ ერთი წლის მანძილზე პირველ ხაზზე იყვნენ და დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის - იმუნიზაციის დაწყების პირველ ხაზზე არიან. ამ პროცესმა ქვეყანაში ეპიდემია უნდა დაასრულოს, ამიტომ მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩემს ყველა კოლეგას, მედიცინის მუშაკს, რომელიც პირველ მაგალითს იძლევა - დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, უნდა აიცრას ქვეყნის მოსახლეობის 65%; იმედი მაქვს, ამ პროცესის სოლიდარული ვიქნებით და კიდეც დავამთავრებთ მას. ვაქცინაციის დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ წელს უნდა ავცრათ 1 600 000 - 1 700 000-მდე ადამიანი, თუ ამას გავაკეთებთ, დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მედიის კითხვაზე - რას ეტყოდა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგია, NCDC-ის ხელმძღვანელი პასუხობს, „მოსახლეობის ეს ნაწილი უნდა დავარწმუნოთ, რომ მსოფლიოს და კაცობრიობას ამ ორი საუკუნის განმავლობაში აცრაზე უკეთესი, ჯერჯერობით, არაფერი მოუგონია".
"აცრამ დაამარცხა ბევრი დაავადება და აცრა დაამარცხებს კოვიდს", - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის: დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მედიცინის მუშაკები „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იცრებიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება