მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციის სააგენტომ Condor-ს ოპერირების ნებართვა მისცა - ფრენები 1 მაისიდან დაიწყება

6260ffe2ccaca
მარიამ ვარადაშვილი
21.04.22 10:53
1242
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 1 მაისიდან გერმანული ავიაკომპანია Condor რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები 28 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა. 1955 წელს დაფუძნებული Condor დღეისათვის მსოფლიოს 90-მდე მიმართულებით ოპერირებს.