22.იანვარი .2020 12:02

“დერივატივების კანონი ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული საბანკო სისტემისთვის”

views 445
უკან

"თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, "დერივატივების კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული საბანკო სისტემისთვის”.

"დერივატივების კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული საბანკო სისტემისთვის. კანონი ხელს შეუწყობს დერივატივებით ვაჭრობის სტანდარტიზაციას, შეამცირებს კონტრაგენტის რისკებს და ქართულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს დაიმკვიდრონ ადგილი გლობალურ ბაზრებზე. თიბისი ბანკი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ადგილობრივი სამართლებრივი გარემო შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან“, - აცხადებს შაგიძე.

აღნიშნულთან დაკაშირებით ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. საქართველოს ფინანსური ბაზრები, რომელიც საკმაოდ სწრაფად და წარმატებით ვითარდება, უკვე მზადაა, ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებისათვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა