22.იანვარი .2020 12:28

დერივატივების შესახებ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას - გვალია

დერივატივების შესახებ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას - გვალია
views 914
უკან

"საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის სულხან გვალიას განცხადებით, ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ბაზრის მონაწილეთა ცნობადობის ამაღლებას საბაზრო რისკების მართვის კუთხით”.

“ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ კანონის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ბანკის სამუშაო ჯგუფი. კანონის ამოქმედება ბანკს საშუალებას მიცემს გააფორმოს დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულება (ISDA) და საკრედიტო უზრუნველყოფის დანართი (CSA) უფრო მეტ საერთაშორისო ბანკთან, რაც საბაზრო რისკების მართვისთვის საჭირო ოპერაციებს უფრო მოქნილს გახდის. ამასთან, ბანკს საშუალება ექნება დერივატივების ოპერაციები გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზოს მის მომხმარებლებს. ახალი კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ბაზრის მონაწილეთა ცნობადობის ამაღლებას საბაზრო რისკების მართვის კუთხით”, - აცხადებს გვალია.

აღნიშნულთან დაკაშირებით ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.
დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. საქართველოს ფინანსური ბაზრები, რომელიც საკმაოდ სწრაფად და წარმატებით ვითარდება, უკვე მზადაა, ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებისათვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა