მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება

60425f3cd815d
BM.GE
05.03.21 21:00
659
 „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს, „COVAX პალტფორმისა“ და „ფაიზერის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს შორის ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

მხარეებმა შეხვედრაზე ის დამატებითი პირობები დააზუსტეს, რაც „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს. შეთანხმდნენ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ეტაპებზე. ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება.

„შეხვედრაზე „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის დამატებითი პირობები დავაზუსტეთ. დეტალურად გავიარეთ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის ყველა ეტაპი, მათ შორის, ცივი ჯაჭვის მოთხოვნები, იმ ცენტრების შესახებ ინფორმაცია, სადაც აეროპორტიდან ვაქცინების გადატანა მოხდება და ასევე სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ვაქცინაციის პროცესი უშუალოდ განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლის მიერ კლინიკები უკვე დიდი ხანია შერჩეულია და ეს ინფორმაცია ფაიზერის სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის უკვე გაგზავნილია. „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება.“- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.