მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეტალები, რომლებიც სარეცხი მანქანის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ (R)

6020d53cb1516
BM.GE
08.02.21 10:05
471
თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტი და სიმარტივე მოაქვს. სამყარო ისე განვითარდა, რომ სარეცხის მანქანა თითქმის ყველა სახლშია, ამასთანავე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ამიტომ თუ სარეცხი მანქანის შეძენა გადაწყვიტეთ, გაეცანით სტატიას და გაიგეთ მეტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამ ნაირსახეობაზე.

სარეცხი მანქანა განსხვავდება პირველ რიგში ზომისა და ტევადობის თვალსაზრისით. თქვენ შეგიძლიათ ცალკე მდგომი ან ჩაშენებული მოდელი აირჩიოთ, თუმცა ტევადობის კუთხით ჩაშენებული მოდელის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია. ხშირად ჩაშენებულ ვერსიას სამზარეულოში განლაგებული სარეცხი მანქანებისთვის ირჩევენ. ინტერიერისთვის შეუცვლელი გადაწყვეტილებაა და საკმაოდ პრაქტიკული თუ ყოველდღიურად ცოტ ცოტას რეცხვა გირჩევნიათ. ცალკე მდგომი სარეცხის მანქანა ტექნოლოგიურად უფრო დატვირთული და მრავალფუნქციურია. მას შესაძლოა ჩაშენებული ტანსაცმლის საშრობი ჰქონდეს, ჰქონდეს, გაწურვის უფრო კარგი შესაძლებლობები და სხვადასხვა პროგრამა.

სარეხი მანქანა ასევე შეიძლება დაიტვირთოს წინიდან ან ზემოდან. ზემოდან დატვირთვის შემთხვევაში შეუცვლელია ასაკიანი მომხმარებლებისთვის, რადგან არ საჭიროებს ბევრ მოძრაობას და დახრას, ასევე ამ დატვირთვის უპირატესობაა პროგრამის დროს სარეცხის ჩამატების შესაძლებლობა. სტანდარტული დატვირთვის უპირატესობაა თავისუფალი ზედაპირი და სივრცის გაწმენდის სიმარტივე. ამ შემთხვევაში ნაკლებად გროვდება ნალექი და სარეცხიც უფრო აქტიურად მოძრაობს.

ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია ეკო მეგობრული ტექნოლოგიები, ეს ტრენდი სარეცხ მანქანებშიც იგრძნობა და ზოგიერთი მათგანი ნაჯლებ ელექტროენერგიასა და წყალს მოიხმარს, რაც გარემოზე ზრუნვისას ძალიან ხელსაყრელია.

სარეცხი მანქანა უნდა შეაფასოთ სიმძლავრის მიხედვითაც და ამის პარალელურად ხმაურის დონის კუთხით. ამ პარამეტრებზეა დამოკიდებული ფასიც და შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ ოქროს შუალედი სიმძლავრის და ხმაურის მხრივ, რაც ჯანსაღი ეკონომიის საშუალებას მოგცემთ, თუმცა თქვენი შენაძენით კმაყოფილი დარჩებით.