მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან, ევროსთან და ფუნტთან მიმართებით გამყარდა

61aa171e78641
BM.GE
03.12.21 17:07
802
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით გაყმარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1210 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.39 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება3.5302 ლარი გახდა. 2.16 -თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1447 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 22.91 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 დეკემბრიდან შევა ძალაში.