მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მოთხოვნით ENKA-ში ქართველი დირექტორი დაინიშნება -ნათია თურნავა

604b48d9139e9
ინგა მურუსიძე
12.03.21 15:00
2330
„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია „ENKA“-ში ქართველი დირექტორი დაინიშნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, შესაბამისი შეთანხმება კომპანიასთან უკვე მიღწეულია.

მინისტრის განმარტებით, ქართველი დირექტორი იქნება ენერგეტიკოსი ან მშენებელი, რომელიც ნდობას იწვევს საზოგადოებაში და უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მართვაში. დირექტორი მიადევნებს თვალყურს, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები იყოს მეტად დაცული.

„ჩვენი მოთხოვნით დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს. ეს არის სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამ ჩართულობის მეშვეობით მეტ გარანტიას ვუზრუნველყოფთ, რომ იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები მეტად იყოს დაცული. ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


შეგახსენებთ, ამ წუთებში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ქუთაისში რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებიან.