მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-ს რესტრუქტურიზაცია ძვირი უჯდება

5db95779a93e8
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 21:00
909
Deutsche Bank-ს მესამე კვარტალში რესტრუქტურიზაცია ძვირი დაუჯდა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ქვეყნის ყველაზე ცნობილმა საფინანსო ინსტიტუტმა წლის მესამე კვარტალში რესტრუქტურიზაციის ხარჯების გამო, 832 მილიონი ევროს ზარალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ სიახლის გავრცელებას ბანკის აქციებზე ფასების ვარდნა მოჰყვა. ბიზნეს-პორტალების ცნობით, ვაჭრობის დაწყების შემდეგ ბანკის აქციების ღირებულება 5,7%-ით დაეცა.

შეგახსენებთ, ეს არის რიგით მეორე კვარტალი, რომელსაც ბანკი რესტრუქტურიზაციის გამო ზარალით ხურავს. მეორე კვარტალში ბანკის დანაკარგმა 3.15 მილიარდი ევრო შეადგინა.

ცნობისათვის, ამ დროისთვის Deutsche Bank რესტრუქტურიზაციის ფართომასშტაბიან პროცესს აწარმოებს, რაც საფინანსო ინსტიტუტში 18.000 სამუშაო ადგილის გაუქმებას ითვალისიწნებს, შედეგად, ხარჯების მასშტაბური დაზოგვა მოხდება.