მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-ში პოლიცია შევიდა

5d8b6f6b67a0d
მიხეილ ხაჩიძე
25.09.19 18:10
1948

Deutsche Bank-ის გარშემო ხმაური კვლავ გრძელდება.


ფრანკფურტში, გერმანული საფინანსო ინსტიტუტის სათაო ოფისში, Danske Bank-ის ფულის გათეთრების სკანდალთან კავშირის ეჭვით, დღეს პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ.



როგორც ფრანკფურტის პროკურატურა იუწყება, ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ბანკიდან სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია ამოიღეს. თავის მხრივ, Deutsche Bank-ში განმარტეს, რომ პოლიციას ყველა სახის დოკუმენტი გადასცეს და ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.




Danske Bank ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ფულის გათეთრების სკანდალშია გახვეული. გამოძიებამ დაადგინა, რომ შემთხვევები ესტონეთის ფილიალში ხდებოდა. გამოძიების მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტში დაახლოებით, 200 მილიარდი ევროს გათეთრება მოხდა. ფაქტზე გამოძიება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მიმდინარეობს.