09.მაისი.2016 18:57
ბიზნესი

დეველოპერები მშენებლობებზე შეზღუდვებს ეთანხმებიან და ცენტრალურ უბნებში ფასების ზრდას პროგნოზირებენ

დეველოპერები მშენებლობებზე შეზღუდვებს ეთანხმებიან და ცენტრალურ უბნებში ფასების ზრდას პროგნოზირებენ
დეველოპერები მშენებლობებზე დაწესებულ შეზღუდვებს ეთანხმებიან. კერძოდ საუბარია ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის შეზღუდვაზე, რომელიც შენობის სიმაღლესა და სართულების რაოდენობას მოიცავს. როგორც ცვნობილია, შეზღუდვა დედაქალაქში გენერალური გეგმის შემუშავებამდე იმოქმედებს და ის მხოლოდ საცხოვრებელ ფართებს შეეხება.

კომპანია "არსის" აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ ქალაქში დღეს მშენებლობები ქაოტურია. მისი თქმით, მშენებლობების გარკვეულ შეზღუდვაზე დეველოპერებსა და მერიას ერთიანი პოზიცია ჰქონდათ.

"აქ საუბარი არაა მშენებლობის შეზღუდვაზე, საუბარია K2 კოეფიციენტის გაცემაზე. ეს ინვესტორებისთვისაც სწორი გზავნილი იქნება. ვისაც სად უნდოდა, რასაც უნდოდა იმას აშენებდა. ამაზე პასუხისმგებელი კი იყო კანონი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. როდესაც კანონი ამის უფლებას გაძლევთ აღმასრულებელი წინ ვერ დაგიდგებათ", - აცხადებს აბულაძე.

შეზღუდვებს მიესალმება "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი ილია წულაიაც. მისი თქმით, წლების განმავლობაში ცენტრალურ უბნებში K2 მაქსიმალური კოეფიციენტის მინიჭება ხდებოდა, რამაც რამდენიმე პრობლემა წამოჭრა.

"ზოგადად გადაწყვეტილება, მშენებლობები რომ მოწესრიგდეს და ნორმები უფრო ცივილიზებული ფორმებისკენ წავიდეს, რა თქმა აუნდა სწორია. ამ შემთხვევაში ჩვენ მივესალმებით იმ მომენტს, რომ გარკვეული შეზღუდვა ხდება ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტის გაზრდაზე. ეს ნამდვილად სწორია, რადგან ყველა ხედავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი დიდი მშენებლობაა წამოწყებული და ნაკლებად არის გათვალისწინებული იგივე პარკინგის თუ გამწვანების მოთხოვნები. ამან კი გამოიწვია ის, რომ პერიფერიებსა და საბურთალოს რაღაც უბნებში მშენებლობებზე შეიძლება ერთი და იგივე ფასი იყოს. მაგალითად, შესაძლოა გლდანსა და საბურთალოზე ფაქტიურად ერთი და იგივე ფასები იყოს. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საბურთალოზე და სხვა ცენტრალურ უბნებში მაქსიმალური კოეფიციენტის მინიჭება ხდებოდა, მშენებლები ფართებს მაქსიმალურად ითვისებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა პრობლემები წარმოიქმნებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სავსებით სწორია და ყველა პასუხისმგებელი დეველოპერი შეზღუდვას მხარს დაუჭერს", - აცხადებს წულაია.

მისივე თქმით, შეზღუდვის პერიოდში, ცენტრალურ უბნებში უძრავი ქონების ფასი მოიმატებს. წულაიას განცხადებით, დღეს ცენტრალურ და პერიფერიულ უბნებს შორის ფასების სხვაობა დაახლოებით 5-10%-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვებელია.

15.ივნისი.2019 11:20
3304

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1130

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
415

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
504

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
647

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1265

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად