21.მარტი .2020 13:12

დეველოპერულმა კომპანიამ "არსი" ინფექციურ საავადმყოფოს 2 ავტომობილი გადასცა

views 895
უკან

დეველოპერულმა კომპანიამ "არსი" ინფექციურ საავადმყოფოს 2 ავტომობილი გადასცა,- ამის შესახებ Facebook-ში კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი წერს.

"18 მარტს დადებული პირობა შესრულებულია! დღეს დილით 10 სთ-ზე, ორი მანქანა გადავეცით ინფექციურის ექიმებს",- წერს ბიზნესმენი.

მისივე განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ძალიან უჭირდათ გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც თან რისკებთან არის დაკავშირენული. როსტომაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ საავადმყოფოს ექიმების მომსახურებისთვის 2 ავტომობილი გაადეცა.