მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილთა სააგენტო: 251 დევნილ ოჯახი თბილისში ბინას მიიღებს

5f1be5df804e2
თელარა გელანტია
25.07.20 11:56
1138
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს თბილისში, საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

„თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ 251 დევნილ ოჯახს გადავცემთ. კომისიის გადაწყვეტილებით, ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, 1000-მდე ბინა გავანაწილეთ და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება თბილისში, თამარაშვილის ქ.N15ა-ში, სააგენტოს შენობაში, 27 და 28 ივლისს გაიმართება.