მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილთა სააგენტო ბინების შესასყიდად მენაშენეებისთვის კონკურსს აცხადებს

60bb308174275
BM.GE
05.06.21 12:22
1029
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის შუალედურ სხდომაზე მენაშენეების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები განიხილეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 13 ივლისის ჩათვლით გრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ:

თბილისი, თამარაშვილის 15ა;
ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. N106.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბმულზე - https://idp.gov.ge/statement-43/