მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DFC-ისგან ნასესხებ ფულს 15 წლის განმავლობაში დავაბრუნებთ - PACE GROUP

605724b56137c
ანუკა ჯოხაძე
21.03.21 18:40
1138
ფოთში $93-მილიონიანი ახალი ნავმისადგომის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. პროექტის სათავეში PACE GROUP-ი დგას. ახალი ნავმისადგომი 27 ჰექტარ ფართობზე შენდება და მისი სიგრძე - 260 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 13 მეტრს შეადგენს. ნავმისადგომის დახმარებით, ძირითადად, ცენტრალური აზიიდან წამოსული მშრალი/ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება. პორტი კი, რომელიც 2021 წლის შემოდგომიდან შევა ექსპლუატაციაში, 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღება შეეძლებს, რაც როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამ დროისთვის საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია.

ჯამურად კი წლის განმავლობაში ახალი ნავმისადგომით 6.5 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავება მოხდება. პროექტის ჯამური ღირებულებიდან 50 მლნ დოლარის კონტრიბუცია აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია DFC-ზე მოდის, ხოლო დარჩენილი 43 მლნ დოლარი Pace Group-ის თანამონაწილეობაა. DFC-ის თანხის დაბრუნებას კომპანია 15 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

“ეს ტერმინალი საშუალებას იძლევა, მოვიზიდოთ კიდევ 3-4 ტონა ტვირთი, რომელიც არის დამატებითი ტვირთი საქართველოს რკინიგზისთვის, ჩვენი ტერმინალისთვის და ასევე აზერბაიჯანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის; ჩნდება არაპირდაპირი საქმიანობებიც. ყველა ტვირთს, მის დასაწყობებას მოსდევს მომსახურება, რომელსაც პატარა კომპანიები ასრულებენ. ფინანსური სარგებელი რამდენი იქნება, ამის თქმა დღეს ძნელია, მაგრამ ჩვენი გათვლებით, DFC-ის მიერ ნასასხებ ფულს 15 წლის განმავლობაში მოვემსახურებით. მოგებაზე გასვლის ფუფუნება არ გვქონია; ვფიქრობთ, ამ ეტაპზე სესხს მოვემსახუროთ. რა თქმა უნდა, ეს თანხა მოგებიდან უნდა გადავიხადოთ, მაგრამ მთლიანად ეს ფინანსური რესურსი განკუთვნილია იმისთვის, რომ სესხი დავფაროთ“, - აცხადებს Pace group-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ირაკლი კერვალიშვილი.