13.მარტი .2020 14:29

დგას თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა? - პრემიერის პასუხი

views 622
უკან

საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, თუმცა სიტუაციას ვამკაცრებთ ყოველდღიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ დღეს ოფიციალურად საგანგებო სიტუაციის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, თუმცა ხვალ ამის აუცილებლობა შეიძლება დადგეს.

„ზოგიერთმა სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა, მაგრამ მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ნაბიჯებს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოჰყვა. ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს უკვე რამდენიმე კვირაა. ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ვამკაცრებთ სიტუაციას, გულწრფელად გეუბნებით, ღონისძიებების გამკაცრება კიდევ მოგვიწევს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, თუმცა ეს აუცილებლობა შეიძლება დადგეს ხვალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა