05.სექტემბერი .2019 11:36

დგებუაძის N8-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

უკან

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დგებუაძის N8-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.



აღნიშნულ მისამართზე 16 ოჯახი ცხოვრობს, სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "არმაზი" ასრულებს. პროექტის ღირებულება 17 193 ლარია.

მსგავსი სამუშაოები, პარალელურა, 7 მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო 18 მისამართზე უკვე დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა