23.ოქტომბერი .2020 12:38

დღეიდან covid-ს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებითაც გამოვავლენთ - პაატა იმნაძე

views 987
უკან

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გამოვლენა PCR-თან ერთად, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით მოხდება. როგორც დაავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, ამჟამად ქვეყანაში 150 ათასამდე ასეთი ტესტის მარაგია და კიდევ ნახევარი მილიონია შეკვეთილი.

„დღეს გადავწყვიტეთ, რომ სწრაფი ტესტებით, რომელიც არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტი, არამედ ანტიგენზე დამყარებული, გამოვავლენთ ვირუსს. ეს ტესტი ზუსტად ისევე კეთდება, როგორ PCR ანუ ნაცხი უნდა იქნას აღებული ცხვირიდან და არა სისხლის ანალიზიდან. მსოფლიოში სულ ორი ასეთი ტესტია, რომელიც აღიარებულია და ორიდან ერთი საქართველოში გვაქვს“, - განმარტა პაატა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში არსებული სწრაფი ტესტი ნებადართულია ჯანმო-ს და აშშ-ის FDA-ს მიერ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ზუსტად სად გაკეთდება სწრაფი ტესტები, თუმცა, სავარაუდოდ, არსებულ მარაგს რეგიონებში გადაანაწილებენ, რათა მოქალაქეებმა ტესტის აღებიდან 20 წუთში მიიღონ პასუხი ვირუსზე და არ დასჭირდეთ ლოდინი, "როდის ჩავა მათი ნაცხი თბილისში".

ჯანდაცვის მინისტრი: 0.5 მლნ PCR-ტესტის მარაგი გვაქვს

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა