27.აპრილი .2020 09:00

დღეიდან ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია, ღია აგრარული ბაზრები იხსნება

views 888
უკან

დღეიდან, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი იწყება, შესაბამისად, იხსნება რეგულაციების ნაწილი, რომლებიც აქამდე კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებდა.

დღეიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ონლაინ-ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა

ჩამოთვლილი სერვისებისა და პროდუქტების მიმწოდებლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი პროტოკოლის მიხედვით უნდა იმუშაონ.