მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან აზერბაიჯანის მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეზღუდებათ

5e8314b91835b
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.20 14:09
899
დღეიდან აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს სახლიდან გასვლა ეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია News.Az-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებული ზომების ფარგლებში მიიღო.

საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მათ შორის: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სავაჭრო და საჯარო მომსახურების მიღების მიზნით შესაბამის ობიექტებში ვიზიტისას, ნაგვის გადაყრის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ასრულებს იმ ორგანიზაციის დავალებას, რომელიც სპეციალური რეჟიმის ფარგლებში ოპერირებს.

31 მარტის მონაცემებით, აზერბიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 273 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვლა 4 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 26 ინფიცირებული.