მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ერთჯერადად მაინც არის აცრილი - AMBAVI

60ffe22d882e2
BM.GE
27.07.21 14:35
8655
ბარი “ამბავი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რომ დღეიდან მათს ობიექტში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მინიმუმ ერთჯერადად არის აცრილი.

“დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა. სიყვარულით, შენი ამბავი”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დღეს აცრა 4 სხვადასხვა ვაქცინით არის შესაძლებელი: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი. 

24 საათში საქართველოში 13 884 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული რაოდენობაა