მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის ზღვისპირა პარკში უფასო PCR ტესტირება დაიწყება

5f3e529bd7c87
თამთა ჯიჯავაძე
20.08.20 14:31
3567
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში კარვები გაიშლება, აქ მოსახლეობას შეეძლება კორონავირუსზე ჩაიტაროს უფასო PCR დიაგნოსტიკა. აქამდე ჩვენ COVID-19-ზე კვლევას გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში, აგრეთვე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ვატარებდით, ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა, რომელის ინფექციის წყარო არ არის დაზუსტებული, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა დაწყებულიყო გაფართოებული ტესტირება“, - ამის შესახებ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, კარვები გაიშლება ქ. ბათუმში, სანაპიო ზოლში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარავი აგრეთვე გაიშლება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევარიდან შეეძლება. ამ ეტაპისათვის ტესტირების პროცესი დაახლოებითი 17:00 -დან 22:00 საათამდე განისაზღვრა. თუმცა შესაძლოა მოხდეს დროის ცვილილება და გახანგრძლივდეს პროცესი, რაც დამოკიდებული იქნება ხალხის ნაკადზე.

„კორონავისრუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბიოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებას. კვლევების საშულებით ყველა შესაძლო შემთხვევა იქნას დროულად იდენტიფიცირებული. პირი რომელიც ჩაიტარებს კვლევას პასუხი ეცნობება 24 საათის განამვლობაში“ - ამბობს ნინო ნიჟარაძე.