მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს

5f22594fb866f
თელარა გელანტია
30.07.20 09:00
745
დღეიდან, სამი ღამის განმავლობაში (00:00-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ საათებში, ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზის ხევიდან, გ.წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება.

„ჭავჭავაძის გამზირზე დახაზვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ტრანსპორტის მოძრაობა კი, წინასწარ დაანონსებულ სქემაზე გადაერთვება“, - თქვა კალაძემ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მისთვის გამოყოფილ შუა ზოლში იმოძრავებს.

„დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება. ადაპტაციის პერიოდში მძღოლებს ყველანაირად დავეხმარებით. ამ პროექტის ფარგლებში, მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს ნუ განვიხილავთ. ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩები ერთიანი სივრცეა. სქემის დამუშავებისას, ყველაფერი წინასწარ გათვლილია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნას და ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.