დღეიდან, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა არავაქცინირებული პირებისთვის რეგულაციები გაამკაცრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებმა გაზრდილი ინფიცირების ფონზე მიიღეს. ინფორმაციას USNews-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა და საავადმყოფოების გადავსების გამო, ჩეხეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობასაც განიხილავს, ასევე ამკაცრებს რეგულაციებს არავაქცინირებული მოქლაქეებისათვის.
კერძოდ, დღეიდან, ჩეხეთში, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული, პაბებში, რესტორნებსა და თეატრებში შესვლა, ასევე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალებათ. დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ან ბოლო ექვსი თვის მანძილზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს შეეძლებათ.
ჩეხეთთან ერთად, აუცრელი მოქალქეებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა სლოვაკეთშიც. გარდა ამისა, მთავრობამ კვების ობიექტების დახურვის განკარგულება გასცა, რომლებიც მოქალაქეებს მხოლოდ გატანის სერვისით მოემსახურებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ავსტრიის მთელ ტერიტორიაზე სრული "ლოქდაუნი" გამოცხადდა. "ლოქდაუნი" 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, სამი კვირის განმავლობაში დაიხურება ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება. შეზღუდვების ფარგლებში, მოსახლეობას სახლში დარჩენა ევალება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიც არის სამსახურში, სურსათის მაღაზიაში და სავარჯიშოდ წასვლა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი