მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან Covid-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება

621db1435c7fc
ინგა მურუსიძე
01.03.22 09:44
855
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, ქვეყანაში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება. 

კერძოდ:

დღეიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც - არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი; საქართველოს მოქალაქეებიც შემოდიან სამშობლოში ტესტის ან ვაქცინაციის საფუძველზე, ხოლო თუ არც ერთი აქვს და არც მეორე, მათ ჰქონდათ არჩევანი 8-დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია მცირდება 5-დღემდე, ხოლო მესამე დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება ეხსნება.

ასევე, უქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც ზემოთაღნიშნული 67 ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ესენია სტუდენტური აპლიკაცია და „იმუშავე საქართველოდან“.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, დახურულ სივრცეებში 6-ის ნაცვლად მაგიდასთან შესაძლებელია დასხდეს 10 სტუმარი, ღია სივრცეში კი 10-ის ნაცვლად 15 სტუმარი. უქმდება ასევე მაქსიმალურ სტუმართა დაშვებული რაოდენობის შესახებ ნორმაც.

სოციალურ ღონისძიებებს რაც შეეხება, შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გაამართვა, რაც არის ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე და ა.შ.

დღეიდან საკარანტინე სივრცეები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა აღარ არის ნებადართული.

უქმდება ასევე თერმოსკირინინგის, ჟურნალის და დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ შესაძლებლობა, ბუფეტის მეშვეობით გაუწიონ მომსახურეობა სტუმრებს.

4 მარტიდან დასაშვები ხდება კლუბების ფუნქციონირება და ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეიძლება, სადაც ღონისძიება იმართება.

15 მარტიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციების, ტრენინგების ჩატარება შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე.

ასევე, უწყებათშორისი საბჭოს სხდომები ნაცვლად ერთი კვირისა, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.