მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს მიიღებს

5ee6019e6a4bf
BM.GE
15.06.20 09:00
1114

დღეიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის იხსნება. კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულია რეკომენდაციები, რომლითაც ვიზიტორმა მოგზაურობისას უნდა იხელმძღვანელონ.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნა დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენებაა.

COVID-19 პანდემიისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას:

▪შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;
▪ ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;
▪დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
▪რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად.

დაცული ტერიტორიების მუშაობის განრიგი კი ასე გამოიყურება:

 

 

დღეიდან იხსნება ასევე ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები. როგორც BM.GE-ს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგნეტოში განუცხადეს,  მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის საფასური 3 თვით შემცირდება.

"შეიცვლება მუზეუმ-ნაკრძალების ტარიფები. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებისა და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტის ეტაპობრივი გაზრდის მიზნით, დროებით შემცირდება მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის საფასური. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ვარძიასა და უფლისციხეში დღემდე მოქმედი ტარიფის ოდენობა 3 თვის ვადით 15 ლარიდან 7 ლარამდე შემცირდება.

კვლავ 1 ლარი იქნება ბილეთის საფასური საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს“, - ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.