08.ივნისი .2020 22:00

დღეიდან დანიაში 50 ადამიანის შეკრება ნებადართული გახდა

views 288
უკან

დღეიდან დანიაში 50 ადამიანის შეკრება დასაშვები გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აქამდე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავშეყრის შესახებ შეზღუდვები ქვეყანაში 17 მარტიდან მოქმედებს.

8 ივნისის მონაცემებით, დანიაში კორონავირუსით 11,948 ადამიანი დაინფიცირდა, 589 გარდაიცვალა, 10,755 კი გამოჯანმრთელდა.