მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან დიდი ბრიტანეთი Moderna-ს ვაქცინის გამოყენებას იწყებს

606d67cd71836
თათია კაკიაშვილი
07.04.21 13:34
590
დღეიდან დიდი ბრიტანეთი Moderna-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას იწყებს. საწყის ეტაპზე პრეპარატით უელსის მოქალაქეები აიცრებიან. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

ჯანდაცვის მუშაკები Moderna-ს ვაქცინით ხალხის აცრას ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მას შემდეგ დაიწყებენ, რაც სხვა პრეპარატების დარჩენილი მარაგი ამოიწურება. ამით Moderna-ს წარმოებული პრეპარატი დიდ ბრიტანეთში მესამე ვაქცინა იქნება, AstraZeneca-სა და Pfizer-ის შემდეგ.

ამასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ხალხს მოუწოდა, რომ ქვეყანაში დოზების მიღებისთანავე აიცრან.

ცნობისთვის, ამ დროისთვის გაერთიანებულმა სამეფომ COVID-19-ის ვაქცინის პირველი დოზით 31.6 მილიონი ადამიანი აცრა, ხოლო მეორით - 5.5 მილიონი ადამიანი. შესაბამისად, მალე ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი სრულად აცრილი იქნება.

საგულისხმოა, რომ Moderna, Pfizer-ის მსგავსად, mRNA ტექნოლოგიას იყენებს; პრეპარატის ტრანსპორტირება უფრო ადვილია და იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღებაა საჭირო.