მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ესპანეთში მცირე ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

5eaffd94604df
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.20 20:50
973
ესპანეთში ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა. დღეიდან მუშაობის განახლების უფლება ეძლევა მცირე ბიზნესის ნაწილს, როგორებიცაა სილამაზის სალონები.

ამასთან, დღეიდან ესპანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში მოქალაქეებისთვის გარკვეული საათების განმავლობაში გარეთ სასეირნოდ და სავარჯიშოდ გასვლა უკვე ნებადართულია.

ამკრძალავი ზომების შემსუბუქების პროცესი ესპანეთში ეტაპობრივი იქნება და გამოცხადებული გეგმის მიხედვით ოთხ ფაზად დაიყოფა.

მომდევნო ფაზიდან ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობის განახლებას რესტორნებისა და ბარების ღია ტერასები შეძლებენ. ასევე, დასაშვები იქნება 10 ადამიანამდე შეკრება.

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა.

ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 164 ადამიანი დაიღუპა. ეს 18 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

4 მაისის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 247,122 დადსტურებული შემთხვევა იქნა გამოველენილი, გარდაიცვალა 25,264 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 148,558 ინფიცირებული.