მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ფრანკფურტში ალკოჰოლის მიღება საჯარო სივრცეში იკრძალება

5f7dbbf8313bd
ნათია თაქთაქიშვილი
07.10.20 20:21
1195
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი აკრძალვები ამოქმედდება. კერძოდ საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღება აიკრძალება. ასევე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება საღამოს 10 საათიდან დილის 10 საათამდე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, დახურულ სივრცეში აიკრძალება 25-ზე მეტი ადამიანის შეკრება. პირბადის გამოყენება სავალდებულოა სავაჭრო ცენტრებში, რელიგიური ცერემონიების დროს და სკოლებში უფროსკლასელთათვის.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა არის გრძელი გზა. აქამდე ფრანკფურტი ეპიდემიოლოგიურ კრიზისს კარგად უმკლავდებოდა, მაგრამ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ, სხვაგვარად ჩვენს მიღწეულ წარმატებას გავაქარწყლებთ“, - განაცხადა ფრანკფურტის მერმა პიტერ ფელდმანმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 2 828 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 18 აპრილის შემდეგ.

შეგახსენებთ, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 306 000 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 9 562 ადამიანი.