მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ინდოეთი შიდა ფრენებს ანახლებს

5ecb7bb1b681f
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.20 13:02
796
დღეიდან ინდოეთში შიდა ფრენები განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცლებს.

ავიაკომპანიების განცხადებით, შიდა ფრენების, დაახლოებით, მესამედის განახლება მოხდება ამ ეტაპზე, თუმცა ჯერ უცნობია თუ როგორი საკარანტინე პირობები დაწესდება მგზავრებისთვის.

როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც ინდოეთმა საგანგებო მდგომაროების შემსუბუქება დაიწყო, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა და ბოლო 24 საათის განმავლობაში 6,767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 131,000-მდე გაიზარდა.

ვირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, დღეიდან ფრენებს ანახლებენ ინდოეთის ისეთი ავიაკომპანიები, როგორიც არის IndiGo, SpiceJet Ltd, Tata Group და Singapore Airlines.

რაც შეეხება ინდოეთის ბიუჯეტურ ავიაკომპანია GoAir-ს, ოპერირებას კომპანია 1 ივნისიდან შეუდგება.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობამ ქვეყნის 28 შტატს უფლება მისცა, საკუთარი შეხედულემისამებრ იმოქმედონ „ეკონომიკის გახსნასთან“ დაკავშირებით.