მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, ისრაელში, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება საჭირო აღარაა

60c8bae04204a
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.21 19:35
627
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში, დახურულ სივრცეში, მოქალაქეებისთვის პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების დაბალი ინტენსივობის გამო მიიღეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე სხვადასხვა ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, ისე განაგრძოს დაწესებულების ოპერირება, როგორც პანდემიამდე იყო.

პირბადის ტარების ვალდებულება აღარ იმოქმედებს სავაჭრო, კომერციული, სამუშაო, საგანმანათლებლო და სხვა ტიპის დახურულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ამასთან, ცვლილება რამდენიმე გამონაკლისს მოიცავს. დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ნარჩუნდება არავაქცინირებული სტუმრებისთვის, თანამშრომლებისთვის, აგრეთვე ჯანდაცვის დაწესებულებების იმ მომსახურე პერსონალისთვის, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან აქვთ შეხება. პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება იმ პირებისთვის, რომლებიც საკარანტინო სივრცეში შედიან და აგრეთვე თვითმფრინავის მგზავრებისთვის.