მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან კორონავირუსიან პაციენტების გარკვეულ კატეგორიას სასტუმროებშიც უმკურნალებენ

5f588f3732524
ინგა მურუსიძე
09.09.20 12:21
2364
"კორონავირუსიან პაციენტებს სასტუმროებშიც უმკურნალებენ", - გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო და საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააცნო.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სასტუმროებშიც უმკურნალებენ. უკვე მიმდინარეობს ბათუმში, საავადმყოფოდან სასტუმროში პაციენტების გადაყვანა. განსაზღვრულია პროტოკოლი, რითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროებში არ გადაიყვანენ პაციენტებს, რომელთა ასაკი 65-ს სცდება და 18 წლამდეა, ხოლო პაციენტები, რომელთა ასაკი 18-65 წელია და არ აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მკურნალობას სასტუმროებში გაივლიან.

მინისტრის განმარტებით, ბათუმში უკვე მოხდა პაციენტების დიფერენცირება და 15%-ს  მკურნალობის გაგრძელება სასტუმროებში მოუწევს.