მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან კორონავირუსის გამო ნიგერიაში კარანტინი გამოცხადდა

5e819ada6e9b9
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.20 11:21
857
ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარი დონ ბანმა კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში ორ კვირიანი კარანტინი გამოაცხადა. ნიგერიაში აკრძალვები 30 მარტიდან შედის ძალაში. ამის შესახებ ინფომაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კარანტინი აბუჯასა და ლაგოსს შეეხებათ. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ ქალაქებში მოსახლეობამ საკუთარი საცხოვრებელი სახლები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში უნდა დატოვოს.

კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები არ შეეხება საავადმყოფოებს, ჯანდაცვის ინდუსტრიას, სასურსათო მაღაზიებს, ავტო და ბენზინ გასამართ სადგურებს.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ნიგერიაში ახალი ტიპის კორონავირუსის 111 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია ერთი ადამიანი. ვირუსისგან განკურნება ამ დრომდე სამმა ადამიანმა შეძლო.