1 ოქტომბრიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით დადგინდება. ახალი სისტემა განსხვავდება იმით, რომ მისი მეშვეობით ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეების სახით კომპანიებიც დაიშვებიან.
აქამდე მოქმედ სისტემაში ჩართულები იყვნენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დებენ გარიგებებს იმის მიხედვით თუ როგორია მათი კლიენტების ჯამური მოთხოვნა ლარსა და უცხოურ ვალუტაზე. სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებით შესაძლებელი გახდება, რომ ვაჭრობის სისტემაში ჩართული პირების რაოდენობა და შესაბამისად, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების რაოდენობები გაიზარდოს. ამ პლატფორმით შესაძლებელი იქნება ბანკებმა გარიგებების შეთავაზებები უშუალოდ კლიენტი კომპანიების სახელით გააკეთონ.
ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში სავალუტო ბაზარზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომ ბანკებს კომპანიებისთვის შეეძლებათ შესთავაზონ ბირჟაზე ვაჭრობის მომსახურება, ამისთვის კი მათ სებ-ისგან სპეციალური წესები ექნებათ დადგენილი. გიორგი ლალიაშვილის თქმით, ბანკს ახალი წესების თანახმად, უნდა ჰყავდეს დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც კომპანიებისთვის ტერმინალის მეშვეობით შეასრულებს გარიგებებს, ასევე ბანკს უნდა ჰქონდეს განსხვავებული სადილინგო კოდიც მისი მთავარი სადილინგო კოდისგან, რომლითც გარიგებებს შეასრულებს.
“კომპანიას შეეძლება საკუთარ მომსახურე ბანკს დაავალოს, რომ გარიგება დადოს უშუალოდ ამ კომპანიის სახელით. Bmatch პლატფორმაზე განაცხადს დახვდება სხვა კომერციული ბანკის განაცხადი, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაცხადი, ან ასეულობით სხვა კომპანიის განაცხადი. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ეს განაცხადი დაკმაყოფილდება ძალიან სწრაფად და რაც მთავარია, ბაზარზე იმ დროს არსებული საუკეთესო კურსით, არის ძალიან მაღალი. ეს არის Bmacth პლატფორმის ერთ-ერთი ღირსება უპირატესობა და ამით ააქტიურად ისარგებლებენ კომპანიები.
Bmatch პლატფორმაზე კიდევ უფრო გაფართოვდება წრე. აქ მონაწილეთა სახით არიან ჩართული კომერციული ბანკები, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და 1 ოქტომბრიდან დაემატებიან კომპანიები. ანუ ერთ ადგილას, ერთ პლატფორმაზე, შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ გარიგებების თანხვედრა მოხდება ძალიან სწრაფად და იმავდროულად, ეს მოხდება საუკეთესო კურსით რაც იმ დროს არსებობს ბაზარზე. ამას უზრუნველყოფს Bmatch-ის ახალი პლატფორმა და სებ-ის ახალი წესები.
კომპანიებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა Bmatch-ის პლატფორმაზე პირდაპირ ივაჭრონ. ამისთვის ისინი უნდა გახდნენ Bloomberg-ის ტერმინალის მომხმარებლები. ვფიქრობთ, რომ ამ სერვისით ისარგებლებენ და უპირატესობას მიანიჭებენ მსხვილი კომპანიები. კომპანიებს შეეძლებათ, რომ არაპირდაპირაც ჩაერთონ. კომერციული ბანკი საკუთარ კლიენტს ამისთვის გადაახდევინებს მცირე ტარიფს, რომელიც ეროვნული ბანკის წესის მიხედვით იქნება ფიქსირებული", - განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა